დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრეპარატი „რემდესივირი“ არ არის ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტი და მისი მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით არის შესაძლებელი.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველო პრეპარატ „რემდესივირს“ მალე მიიიღებს.
გამყრელიძის განმარტებით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც კოვიდინფიცირებული იყო და ამასთან, მაღალი დონის სპეციალისტია, პრეპარატის სახით „რემდესივირის" საკუთარ თავზე გამოყენების გადაწყვეტილება თავად მიიღო.