დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა.
როგორც "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ამირან გამყრელიძე სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და ახლა სამსახურშია.ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი ბინაზე მკურნალობდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა.