კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვის გეგმა საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში ექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო ვაქცინის შემოსატანად ორი მიმართულებით მუშაობს, როგორც კოვაქს პლატფორმაზე, ასევე უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან.