დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კორონავირუსის ინფიცირების პიკს ნოემბრის მეორე და მესამე კვირას ელოდება. მისი თქმით, შემთხვევატა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, პროცესი დღემდე მართვადია. მისივე თქმით, მთლიანად ქვეყანაში ჩატარებულია 851 ათასი PCR ტესტი და 441 ათასი სწრაფი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ძირითადი დარტყმა გადადის პირველად ჯანდაცვაზე და ჰოსპიტალურ სექტორზე.