დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდაა მოსალოდნელი, რადგან ზრდის ტენდენცია გლობალურია და ცალკე აღებული საქართველო მას ვერ შეაჩერებს.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, როგორც დღევანდელ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება. მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებიდ რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულების დაახლოებით 24 პროცენტი სამკურნალოდ სტაციონარშია მოთავსებული.