იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, ამით პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ. მისი განმარტებით ამ დროისთვის 3 თვეში 3 მილიონი აცრაა სამიზნე, შემდეგ 800 000 აცრა ყოველ თვეში ხოლო მესამე, შედარებით მოკრძალებული სამიზნე 600 000 აცრა 3 თვის განმავლობაში, რომ ქვეყანა პანდემიას უმტკივნეულოდ შეებრძოლოს. გამყრელიძის თქმით მომდევნო სამი თვე ეპიდემიის დასამარცხებლად კრიტიკულია.