დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით დადებითობის დღიური მაჩვენებელია გაზრდილია და თუ მოსახლეობას არ უნდა რომ მესამე ტალღაში შევიდეს ქვეყანა და ქვეყანაში არ განმეორდეს ნომბერსა და დეკემბერში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საჭიროა რეკომენდაციების დაცვა და ინტენციური ვაქცინაცია. მისივე ინფორმაციით, რეგიონებში ახალი კლასტერების ჩამოყალიბება კვლავ დიდ თავშეყრებს - ქორწილებსა და ქელეხებს უკავშირდება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თავშეყრები დადგენილებით არის შეზღუდული, მოსახლეობა ამას მაინც არ ერიდება. მისივე ინფორმაციით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ქვეყანაში უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება.