ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება, ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა გვაქვს - Palitra News

ამირან გამყრელიძე - წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება, ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა გვაქვს

2019-04-04 12:12:59+04:00

წითელას ეპიდაფეთქება კვლავ გრძელდება ქვეყანაში და ყოველდღიურად 15-20 ახალი შემთხვევა ფიქსირდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, წითელა განსაკუთრებით 20-იდან 40 წლის ადამიანებში ვრცელდება, რადგან ამ ასაკის ადამიანები ან არ არიან აცრილი, ან არ აქვთ ეს დაავადება გადატანილი. როგორც მან აღნიშნა, წითელას აცრის გარდა ვერაფერი შეაჩერებს.