რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის განათლება დიდი ღირებულებაა.
“უნდა გავითავისოთ რასთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივი ეპიდემია ხომ არ არის ეს, არა?! ეს არის განსაკუთრებული ეპიდემია, პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი კარგია მესმის, ეს შემოსავალია ადამიანისათვის, ეს ბიზნესია, მაგრამ განათლება?! ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სავარაუდოდ, ვაქცინაცია მარტში დაიწყება, თუმცა მანამდე შესაძლოა ქვეყანამ მიიღოს “ფაიზერის” ვაქცინა სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფების ვაქცინაციისთვის.