ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან - Palitra News

ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან

2020-12-14 15:06:37+04:00

შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს ვიდრე იყო შარშან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში 40 000-მდე გრიპის ვაქცინის დოზაა მარაგში. ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი მოსახლეობას და განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს მოუწოდებს, გრიპის ვაქცინა გაიკეთონ.