დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტრადიციულად, თუ ერთ საკლასო ოთახსა და აუდიტორიაში იყო 20 ადამიანი, სწავლის დაწყებისას ასე ვერ იქნება და შესაბამისი სტანდარტები მუშავდება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ყველა რეგულაცია სწორად უნდა დაიგეგმოს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია რომ არ გაუარესდეს.
“ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, როცა დერეფნებში შესვენა იქნება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცირეწლოვან ბავშვებში პირბადე არ არის რეკომენდირებული, ამაზეც მივცემთ რეკომენდაციას“- განაცხადა გამყრელიძემ.