დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. გამყრელიძის თქმით, პაციენტი სრულიად ჯანმრთელია, რასაც, მისი თქმით, მოლეკულური ტესტის საბოლოო პასუხი დაადასტურებს.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირი რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მან სახლში ორი დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.