დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესი დაიცვან. მისი თქმით, აუცილებელია წინასაარჩევნო აგიტაცია, შეხვედრები და ა.შ თუმცა, ასევე აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა და ესენია: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, ყველა ღონისძიების, სადაც ეს არის შესაძლებელი, გარეთ ჩატარება და ხელების ხშირი დაბანა.