დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს.მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა, ზრდის ტემპი შემცირებულია.როგორც გამყრელიძემ აღნიშნა ივნისის ბოლოდან ფიქსირდება საქართველოში დაინფიცირების ზრდა, რაც რეკომენდაციების გაუთვალისიწნებლობამ გამოიწვია. მისივე თქმით ერთადერთი გზა, რომ დაინფიცირების მაჩვენებელმა დაიწიოს არის საყოველთაო ვაქცინაცია.