დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით სახელმწიფომ შემოიტანა 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით ლაბორატორიულად ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ქვეყანაში არ ცირკულირებს, შესაბამისად, ეს პერიოდი ვაქცინაციისთვის საუკეთესოა. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, მაღალი რისკის ჯგუფებში არიან ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, მოხუცთა თავშესაფარში მყოფები, დიაბეტიანი ბავშვები, ორსული ქალები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის მქონე პირები.
გამყრელიძის ინფორმაციით, აცრების გარდა, გრიპის გავრცელების პრევენციის კარგი საშუალებაა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, ოთახების განიავება, სველი წესით ოთახების დასუფთავება.