მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმამდეა დასული წითელას შემთხვევების რაოდენობა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 6 სექტემბრის მდგომარეობით, წითელას 3910 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის ლეტალურად დასრულდა - 2. მისივე თქმით, ორივე მათგანი ბავშვი იყო, რომლებსაც აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული.ამასთან, მისი ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს წითელათი დაავადებულთა თითქმის ნახევარი, 47%-ზე მეტი, 20-40 წლის ასაკის მოქალაქეა.
გამყრელიძე განსაკუთრებით სწორედ 20-40 წლის ადამიანებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვთ, ან არ ახსოვთ აღნიშნულის შესახებ, აუცილებლად აიცრან