ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ "ჩვეულ რეჟიმში მუშაობს".
რაც შეეხება გავრელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან დაპირისპირება აქვს, გამყრელიძე აცხადებს, რომ არავითარი დაპირისპირება არავისთან არ აქვს და"სუბორდინაციას ყოველთვის იცავს".
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე.
როგორც სერგო ჩიხლაძე "პალიტრანიუსთან" აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ამირან გამყრელიძეს შორის „მწვავე დაპირისპირებაა“.