დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ თუ სექტემბრიდან ეპიდსიტუაცია ასეთი იქნება, ის დარწმუნებულია რომ სწავლის აღდგენას ტრადიციულ სტილში საფრთხე არ დაემუქრება.
გამყრელიძე აცხადებს, რომ საჭიროა, დღეს არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს. მისი თქმით, მთავარია საზოგადოებამ დაიცვას ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა.