კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე მედიას ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიტუაციის კონტროლისთვის საქართველოს შეწყვეტილი აქვს პირდაპირი ფრენები როგორც ჩინეთისა და ირანის მიმართულებით.