ამირან გამყრელიძე - ის, რომ 67 წლის მამაკაცი აცრიდან 2 დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება - Palitra News

ამირან გამყრელიძე - ის, რომ 67 წლის მამაკაცი აცრიდან 2 დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება

2021-05-04 13:43:37+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცი აცრიდან ორ დღეში გარდაიცვალა, წინასწარი ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება.როგორც გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამ წუთებშიც ზუსტდება.