დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, ქვეყნის შიგნით კორონავირუსის ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს. ამის მიუხედავად, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დამშვიდების საფუძველი კვლავ არ არსებობს და მოსახლეობას შეკრებებისგან კვლავ თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, კვლავ პრინციპულ რეკომენდაციად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.