ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციას აძლევს - Palitra News

ამირან გამყრელიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციას აძლევს

2020-02-03 16:01:11+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს. კერძოდ გამყრელიძე მშობლებს ურჩევს თუკი ბავშვს ტემპერატურა ექნება, სკოლაში არ გაუშვან. ამასთან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში გრიპის სეზონია და ჰიგიენის ნორმები მაქსიმალურად დაიცვან. ამირან გამყრელიძე ასევე მოქალაქეებს ურჩევს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად, საჭიო აცრები ჩაიტარონ.