ამირან გამყრელიძე - ერთი წელი კვლავ მოგვიწევს გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება - Palitra News

ამირან გამყრელიძე - ერთი წელი კვლავ მოგვიწევს გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება

2021-01-25 09:48:25+04:00

ერთი წელი კვლავ მოგვიწევს გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

მისი შეფასებით, ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა სეზონურ ვირუსად.

ამასთან, გამყრელიძემ დასძინა, რომ მარტში ე.წ. „კომენდანტის საათის“ , ღამის საათებში გადაადგილების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ ეპიდვითარების მიხედვით, როგორი თებერვალი იქნება ქვეყანაში.