დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღეს, 4 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.
ამირან გამყრელიძე ჩინური წარმოების ვაქცინით, "სინოფარმით" აიცრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს "სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება. ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.
დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.