ამირან გამყრელიძის რეკომენდაციით, აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომი9ს შემდეგ განაცხადა.
მან დამსაქმებლებს მიმართა, უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იმყოფებოდეს.
გარდა ამისა, გამყრელიძემ ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ წამახალისებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა დაწესდეს.რაც შეეხება ამცრელ პუნქტებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამცრელი პუნქტები დიდ მოლებსა და სავაჭრო ცენტრებშიც მოეწყობა. თბილისის გარდა მსგავსი სივრცეები მოეწყობა დიდ ქალაქებშიც.
ამასთან, ქვეყნის პირველი ეპიდემიოლოგი მომხრეა, რომ ადამიანებმა პირბადე ღია სივრცეში 5-10 ადამიანის შეკრების დროსაც ატარონ.