დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოდნავ დინამიკა არის იმის, რომ ვირუსის ვირულენტობა მცირდება არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ გლობალურად. მისივე თქმით, შესაძლებელია, ზაფხულში ვირულენტობის შემცირება გაგრძელდეს. თუმცა როგორც გამყრელიძე ამბობს, მოლოდინი, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, არ გამართლდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს რომ ყველა მოთხოვნა, მათ შორის პირბადის ტარების და სოციალური დისტანციის დაცვის დაიცვან და შეასრულონ