ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ავიამიმოსვლა იტალიასთანაც შეიზღუდოს - Palitra News

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ავიამიმოსვლა იტალიასთანაც შეიზღუდოს

2020-02-24 16:08:21+04:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანლის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის გამო მიმდინარეობს მსჯელობა, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი. მისი თქმით, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების რისკი მომატებულია.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ დაბალი რისკია, თუმცა პრეცენციული ზომები მაინც იზრდება.