ეპიდსიტუაციის მომატებული რისკის გამო, საქართველო არა მარტო ჩინეთში ნამყოფ მოქალაქეებზე, არამედ ირანში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას იწყებს.
კერძოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით მგზავრებს, რომლებიც ირანიდან საქართველოში ჩამოვლენ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და ეპიდემიოლოგის კონსულტაცია გაეწევათ. მან ასევე არ გამორიცხა, რომ მსგავი ღონისძიებები სხვა რისკის შემცველი ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზეც გატარდეს.