ალბათ, იყო ჩემი პირადი შეცდომაც, რომ მე ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით უფრო მტკიცე პოზიცია არ დავიჭირე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა, სადაც მან კორონავირუსის გავრცელების კონტექსში მიზეზებსა და შეცდომებზე ისაუბრა.
გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის მსგავსი მასშტაბით გავრცელების ერთ-ერთი მიზეზია, რომ ზაფხულში ქართველებმა დავიჯერეთ - "ძალიან მაგრები, ყველაზე მაგრები ვართ!"
როგორც გამყრელიძე ამბობს, რომ ბათუმს, თავის დროზე „ვერ მოუარეს“.
მანვე აღნიშნა, რომ ადამიანების 200 ლარზე ცხოვრება და მძიმე სოციალური ყოფის ესმის, მაგრამ ამოსავალი უფლებათა შორის, სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.