ამერიკულმა ტელეკომპანია "ერი ნიუსმა" "პალიტრანიუსს" და ქართველი კოლეგების მათ ტელევიზიაში სტუმრობას სიუჟეტი მიუძღვნა."ჩვენ ვუზიარებთ გამოცდილებას ქართველ კოლეგებს და ამასთან ერთად ჩვენც ვსწავლობთ ამ ურთიერთანამშრომლობით", - აღნიშნა გადაცემის წამყვანმა ევა მასტრომატეომ.
ტელეკომპანია "პალიტრა ნიუსის" თანამშრომლები ერთი კვირის განმავლობაში ეცნობოდნენ "ერი ნიუსის" მუშაობას. იანვარში ანალოგიური ვიზიტით თბილისში ამერიკული ტელეარხის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.