ამერიკულმა Conti International-მა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვება გადაიფიქრა და კვლავ აქციონერად რჩება - Palitra News

ამერიკულმა Conti International-მა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დატოვება გადაიფიქრა და კვლავ აქციონერად რჩება

2019-10-25 15:54:20+04:00

ამერიკული Conti International კვლავ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აქციონერად რჩება, - აღნიშნულ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს. კონსორციუმის ინფორმაციით, კონტი ინტერნეიშენალმა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

როგორც ანაკლიიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, "კონტი ჯგუფი" კვლავ აქციების 42%-ის მფლობელად რჩება.

შეგახსენებთ, 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული "კონტი ჯგუფი", რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" 42%-იანი წილის მფლობელია, კონსორციუმს ტოვებდა.