ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული ზომებისა და ასევე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გათვალისწინებით ამერიკული კომპანიები საკუთარი წარმოების ნაწილს ჩინეთიდან ვიეტნამში გადაიტანენ.
აღნიშნულის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უცხოელი ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან ვაშინგტონსა და ჰანოის შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცა.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, წყნარი და ინდოეთის ოკეანის რეგიონების სახელმწიფოებისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა, ისე რომ კონკრეტულად საფრთხის დეტალები არ განუმარტავს.