სამხრეთ ჩინეთში ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ამერიკული კომპანიების 70 პროცენტზე მეტი, რომლებიც ჩინეთის სამხრეთ რეგიონებშია ბაზირებული, დაგეგმილი ინვესტიციების გადადებას, ან გაუქმებას აპირებენ. უფრო მეტიც, მათი დიდი ნაწილი - 64 პროცენტი წარმოების ნაწილობრივ ან მთლიანად საზღვარგარეთ გატანაზეც ფიქრობს.ამის მიზეზი კი, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა უკიდურესად დაძაბვა და სატარიფო ომია, რაც კომპანიების ბიზნესს ძლიერ აზარალებს. კერძოდ, გამოკითხული ამერიკული კომპანიების დაახლოებით, 80 პროცენტი აცხადებს, რომ სატარიფო ომმა მათი ბიზნესი დააზარალა.ცნობისთვის, გამოკითხვაში 219 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან დაახლოებით მესამედი სამრეწველოა.