ამერიკული წამყვანი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიამ ეიპივი საქართველოში ფილიალს გახსნის. კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესს ბაზრის მოთხოვნებისა და რისკების შეფასებაში დაეხმარება. ეიპივი ძირითადად უსაფრთხოების, საინჟინრო, ჯანდაცვის, ბიოტექნიკის, პროდუქტებისა და სერვისების სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობს.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმატებისა და მდგრადობის გაუმჯობესება. ამისათვის კომპანია საუკეთესო პრაქტიკებს, ბიზნეს მოდელირებას, გრძელვადიან სწავლებებსა და საქმიანობის მონიტორინგს იყენებს. აღნიშნული პრაქტიკები როგორც საჯარო, ისე კერძო ინსტიტუტებს წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შონ ჰამილტონის განცხადებით, თბილისში ეიპივის ახალი ოფისი ამ თვის დასაწყისში გაიხსნება.