ფეხსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Crocs-ი აცხადებს, რომ იტალიურ ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიას Heydude-ს 2,5 მლრდ დოლარად ყიდულობს. კომპანია აღნიშნული თანხის ნაწილს 450 მლნ დოლარს საკუთარი აქციებით, ხოლო დანარჩენს ფულით გადაიხდის.
Heydude არის 2008 წელს დაფუძნებული ბრენდი, რომელიც ყოველდღიურ ფეხსაცმელს აწარმოებს, როგორც ქალებისა და კაცებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.მხარეები შეთანხმების დასრულებას 2022 წლის პირველ კვარტალში გეგმავენ. ამასთან, Heydude განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი
ცნობისთვის, წლის დასაწყისიდან Crocs-ის აქციების ფასი 123%-ით არის გაზრდილი.