პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამზადებს განკარგულებას, რომლის მიხედვით ეროვნულ კომპანიებს ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების Huawei-ს და ZTE-ის (ზი თი ი) სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენებას აუკრძალავს.
"როიტერსის" ინფომაციით, ეს იქნება დონალდ ტრამპის ბოლო ნაბიჯი ორი უმსხვილესი ჩინური კომპანიის ამერიკის ბაზრის დატოვების იძულებისკენ. როგორც ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, ეს ორი კომპანია ამერიკაში ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ჯაშუშად გამოიყენება.განკარგულება, რომელზეც მუშაობა 8 თვეა მიმდინარეობს, დიდი ალბათობით იანვრის პირველივე დღეებში გამოქვეყნდება ამერიკის კომერციის დეპარტამენტის მხრიდან, რომლის შედეგადაც ამერიკულ სახელმწიფო კომპანიებს უცხოური წარმოების ტექნოლოგიური სისტემების გამოყენება აეკრძალებათ.