02:31
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ამერიკულ FedEx-ს გერმანულ Hermes-ში წილის ყიდვა სურს
29-05-2020

კორონავირუსის პანდემიის შედეგად სახლში ნივთების მიტანის სერვისი სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის ფონზე ამერიკულმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ FedEx-მა საკუთარი შესაძლებლობების გაფართოება გადაწყვიტა. კერძოდ, FedEx-მა გერმანულ Otto-ს შვილობილი კომპანიის Hermes-ის წილის შეძენაზე განაცხადი გააკეთა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

FedEx-ი ევროპის ბაზარზე ნივთების მიწოდებას შეზღუდული მოცულობით ახდენს. Hermes-ში წილის შეძენის შემთხვევაში, ამერიკული კომპანია ბაზარზე მნიშვნელოვან წილს დაიკავებს. თუმცა როგორც Reuters-ი წერს, ეს რისკის გარეშე ვერ მოხდება. სააგენტო იხსენებს, რომ FedEx-მა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ევროპული TNT Express-ის ინტეგრაცია, რომელიც 2016 წელს შეიძინა.

რაც შეეხება Hermes-ს, როგორც Otto-ში აცხადებენ, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში სახლში მიტანის სერვისზე მოთხოვნამ წინასაახალწლო პერიოდის მაჩვენებელს მიაღწია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები