კომპანია Apple-ის პროდუქციის მფლობელებს ამიერიდან შეუძლიათ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის, კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ. როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა. უზენაეს სასამართლოში მიმართვის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ სმარტფონებისთვის აპლიკაციების გადმოწერა მხოლოდ AppStore-დან არის შესაძლებელი.
კომპანიის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ბაზარზე დიდი რყევები გამოიწვიოს. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მალევე, Apple-ის აქციებზე ფასებმა 5,3%-ით ანუ ერთ ცალ აქციაზე 10 დოლარითა და 40 ცენტით იკლო.