ამერიკის შეეთებული შტატები პოლონეთში დამატებით 2000 სამხედრო პირს გაგზავნის. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენდ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის განმარტებით 2000 სამხედრო პირი გერმანიაში მყოფ 52 ათასი სამხედროსგან შემდგარ ამერიკულ კონტიგენტს გამოეყოფა. პოლონეთში გაგზავნილი იქნება დრონები და სხვა სამხედრო ტექნიკაც. დუდას ინიციატივაზე, რომ პოლონეთში ამერიკის მუდმივი ბაზა შეიქმნას ტრამპმა განაცხადა რომ ოფიციალური ვაშინგტონი დაინტერესებულია იდეით თუმაცა თავს იკავებს მუდმივი ბაზის შექმნისგან რაც დიდი ალბათობით რუსეთის საპასუხო რეაქციას გაოიწვევს.
ვიზიტი პოლონეთის ნატო-ს წევრობის 20 წლისთავსა და ქვეყანაში კომუნიზმის დამხობის 30 წლისთავს ეძღვნება.