საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს რამდენიმე მიმართილებით მაღალი მხარდაჭერა აქვს. მისივე განმარტებით, თანხა, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის ამერიკის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, კვლავ უმაღლეს ნიშნულზე შენარჩუნდა და 132 მილიონი აშშ დოლარი წარმოადგინა.მინისტრის თქმით აღნიშნული კანონმდებლობის პროექტი, რომელიც დაამტკიცა წარმომადგენლობითმა პალატამ, მიუთითებს საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭრაზე.