ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.თამარ ჩუგოშვილის თქმით, აშშ-ში ვიზიტისას საპარლამენტო დელეგაციას კონკრეტული ამოცანები და ორი კონკრეტული საკითხები ჰქონდა.