გვიან ღამით დასრულდა ამერიკიის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ორგანიზებული დიპლომატიური ვახშამი, რომელსაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პარლამენტის ყოფილმა და მოქმედმა თავმჯდომარეებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს.
დამოკუდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით კი შეხვედრა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი არ იყო და მიზნად მოლაპარაკებების განახლებას არ ისახავდა, თუმცა მხარეებმა კონსტრუქციულ გარემოში შეძლეს საუბარი ქვეყნის წონაშე არსებულ გამოწვევებზე.