ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს "არჩევნების" შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.