აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი, ღარიბი ხალხისთვის სახლებს საკუთარი ხელით აშენებს. რამდენიმე თვის წინ გადატანილი ოპერაციის მიუხედავად, კარტერი თავის საქველმოქმედო საქმიანობას დაუბრუნდა. ყოფილი პრეზიდენტი და პირველი ლედი როსალინ კარტერი, ტენესის შტატში 21 ახალი სახლის აშენებას გეგმავენ.
ამერიკის 39-ე პრეზიდენტს რამდენიმე თვის წინ მენჯ–ბარძაყზე ჩაუტარდა ოპერაცია, ჯიმი კარტერი უკვე 35 წელია გაეროს ადამიანთა დასახლებების ცენტრში მოხალისედ ირიცხება და უსახლკარო ადამიანებზე ზრუნავს.
1984 წლიდან დღემდე, ჯიმი და როზალინ კარტერმა 14 ქვეყანაში, 4 300 –ზე მეტი სახლის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.