ექსპერტიზის პასუხი ცნობილია - 19 წლის მწყემსმა ხადას ხეობაში ლორა სმიტი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა. ამერიკელი ქალის გაუპატიურებისა და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობის მოტივით, პროკურატურამ მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმა. დღემდე, მას ბრალი მხოლოდ რაიან მაიკლ სმიტისა და მისი 4 წლის შვილის ქელებ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ედებოდა. თუმცა გამოძიების მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და მკვლელობაც. შესაბამისად, კობაურს ბრალად სამი პირის განზრახ მკვლელობა და ასევე გაუპატიურება ედება. ადვოკატი ამბობს რომ გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია. საზარელი ტრაგედია ხადას ხეობაში 4 ივლისს მოხდა, 19 წლის მწყემსს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.