ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოსადმი გამოყოფილი დახმარების შეჩერებაზეა საუბარი, პარლამენტის დეპუტატები ეხმაურებიან.
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი, გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფოს არანაირი ზიანი არ მიადგება. ვოლსკი კვლავ ოპოზიციის ბრალეულობაზე მიანიშნებს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავებას ცდილობს, ოპოზიცია მუშაობს, რომ საქართველოს დახმარება შეუმცირდეს და ზიანი მიადგეს.
ყოფილი პირველი ვიცე სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი კი თვლის, რომ ამჯერადამერიკის მხრიდან საქართველომ გაფრთხილებაზე უფრო სერიოზული გზავნილი მიიღო. მისივე განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კონგრესმა საქართველოსთვის თანხის შემცირების ან შეჩერების ინიციატივა დააყენა.