09:05
23 ოქტომბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
ამერიკის ღია პირველობა
06-09-2019

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი, დიდი სლემის ამეირკის ღია პირველობა გრძელდება. უკანასკნელ სათამაშო დღეს მხოლოდ ქალთა თანრიგის მატჩები გაიმართა და ორივე ფინალისტი გამოვლინდა. ელენა სვიტოლინასა და სერენა უილიამსის დაპირისპირება, ამ უკანასკნელმა მარტივად მოიგო და ზედიზედ მეორედ ამ ტურნირის ფინალში გავიდა. უილიამსმა უკრაინელი მეტოქე 6-3 6-1 გაანადგურა, რისთვისაც საათი და 11 წუთი დასჭირდა. უილიამსი ფინალში ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ შარშან სერენა უილიამსმა იუ ეს ოუფენის ფინალში ნაომი ოსაკასთან წააგო.

თავის მხრივ ანდრეესკუმ ბელინდა ბენჩიჩს უმძიმეს ბრძოლაში მოუგო. კანადელმა მეტოქეს 7-6 7-5 მოუგო, მატჩი კი სულ 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ანდრეესკუსა და უილიამსის გზები მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 1 თვის წინ 11 აგვისტოს, ტორონტოს ფინალში გადაიკვეთა, თუმცა მაშინ უილიამსმა თამაში ტრავმის გამო შეწყვიტა და კანადელ ჩოგბურთელს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები