ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი სლემის ამერიკის ღია პირველობა გრძელდება. მარტივი გამარჯჰვება მოიპოვა ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა, რომელმაც მერვედფინალში დევიდ გოფინს 3 სეტში მოუგო. შვეიცარელმა მეტოქე 6-2 6-2 6-0 გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება. აქამდე ფედერერი და დიმიტროვი ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და შვიდივეჯერ როჯერმა მოიგო.
მერვედფინალში დამარცხდა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბ ჩოგბურთელს მესამე სეტში მატჩის შეჩერება დაზიანების გამო მოუწია, შესაბამისად გამარჯვება მის გამოცდილ მეტოქეს სტანისლას ვავრინკას ჩაეთვალა. იქამდე, გამოცდილი შეიცარელი რეიტინგის ლიდერს 6-4 7-5 ამარცხებდა. ვავრინკა მეოთხედფინალში ეიტიპის მეხუთე ნომერს, დანილ მედვედევს შეხვდება.
ქალთა თანრიგში ისევ მარტივად მოიგო სერენა უილიამსმა, რომელიც მერვედფინალში ხორვატ პეტრა მარტიჩს დაუპირისპირდა. მატჩი საათ ნახევარს გაგრძელდა და ამერიკელმა 2 სეტში 6-3 6-4 მოიგო. სერენა მეოთხედფინალში ქიან უონგს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვდა და დამარცხდა.
მოულოდნელად დამარცხდა წტას მესამე ნომერი, კაროლინა პლიშკოვა. ჩეხი ჩოგბურეთელი, ბრიტანელმა ჯოანა კონტამ რთულ პაექრობაში 6-7 6-3 7-5 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც უკრაინელ ელენა სვიტოლინას შეხვდება. კონტა და სვიტოლინა ერთმანეთს კარიერაში 4ჯერ შეხვდენენ, სადაც ოთხივეჯერ უკრაინელმა ჩოგბურთელმა მოიგო.