ამერიკის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ ნიუ-იორკის სასამართლოს მიმართა, ყურადღება გაამახვილონ ტესლას დამფუძნებელ ელონ მასკის ერთ-ერთ ბოლო ტვიტზე. საუბარია მასკის მიერ გავრცელებულ ფოტოსა და პოსტზე, სადაც იგი ავტოწარმოებაზე წერს და აღნიშნავს, რომ კომპანია 2019 წელს 500,000 ავტომობილის წარმოებას გეგმავს. მარეგულირებლის საჩივარში წერია, რომ მასკს არ ჰქონდა უფლება ამგვარი განცხადება გაეკეთებინა, ვინაიდან მან გასულ წელს პირობა დადო, რომ კომპანიის ფინანსურ მონაცემებზე არაფერს დაწერდა საჯაროდ. ეს პირობა კი მის მიერ აგვისტოში დაწერილ კომენტარს მოჰყვა, რა დროსაც მან კომპანიის საფონდო ბირჟებიდან გასვლისა და დახურულ კერძო კომპანიად გადაქცევის შესახებ დაწერა.