ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის ფუქნციას ასრულებს) კორონავირუსთან ბრძოლაში გამოწვეული რისკების გამო საპროცენტო განაკვეთი დასწია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, კორონავირუსის შედეგები მოკლევადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენას იქონიებს და ეს საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ პერსპექტივებს. აქედან გამომდინარე უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთზე სამიზნე დიაპაზონი - 0-0,25%-მდე დაწიოს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამ სამიზნე დიაპაზონს არ დატოვებენ მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ეკონომიკამ გაუძლო მიმდინარე მოვლენებს.